logo_geo
გია გაბრიჭიძე: დღეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ამბავი მოხდა...
- +

22 მარტი. 2019. 17:40

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე, სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე საჯარო პოსტს აქვეყნებს, სადაც საპატიო ჯილდოს შესახებ საუბრობს.

 

„დღეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ამბავი მოხდა - საქართველოს ჟურნალისტთა კავშირმა ფაქტობრივად ყველაზე საპატიო ჯილდო, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია მომანიჭა.

 

ჩემი მოწიწება და სიყვარული ქალბატონებს მარინა გიგინეიშვილს და მარინა თექთუმენიძეს.

მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა - ნებისმიერ ჩემს წარმატებაში მხოლოდ 30%-ია ჩემი. დანარჩენი 70% თიკასია.

 

თიკასია იმიტომ, რომ მაქვს საშუალება, ვწერო. მაქვს საშუალება ვიყო, მშვიდად. მაქვს საშუალება, ვიცოდე, რომ ძლიერი ზურგი მაქვს.

 

ეს არ არის სტატუსი, რომლითაც მინდა თიკას გულის მოგება მინდა (ეგეთებს რომ დავწერ, მიხვდებით).

 

დღეს არ დავდე ფოტოები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თიკამ დადო დიპლომის ფოტო და მითხრა - შენ რომ დადო, მარიაჟობააო და მართალია. ხვალ დავდებ, იმიტომ, რომ მაინც მარიაჟი ვარ.

ფოტოებს ხვალ დავდებ. თიკა კი ზურგს მთელი დარჩენილი ცხოვრება გამიმაგრებს“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი