ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე საჯარო პოსტს პატარა ბიჭის წერილთან ერთად აქვეყნებს.
„ვინც გამუდმებით კითხულობს - „რა გვეშველება?!“- მათ პასუხად: თქვენ არაფერი გეშველებათ. უფრო სწორად, აღარაფერი!
აი, ეს პატარა ბიჭი კი საქართველოს ნამდვილად უშველის!
საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე - გენერალი ლუკა ტოროშელიძე და მისი შემართების ბიჭები ასწევენ სამშობლოს სიმძიმეს“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.