logo_geo
ამირან ბუთურიშვილი ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების შესახებ საუბრობს
- +

22 მარტი. 2019. 23:11

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები

1995 წლის 22 მარტს გარდაიცვალა

ვახტანგ ჭელიძე

(1945-1995)

გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი, მცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1967, 1971, 1972, 1976 გაზაფხული, შემოდგომა.), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976) და ფინალისტი (1970) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1964).

 

ვახტანგ ჭელიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 257 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, ხოლო ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 8 შეხვედრაში დაიცვა და ერთი ბურთი გაიტანა, აქედან ერთი შეხვედრა - თასების მფლობელთა თასის, ხოლო 7 - უეფა-ს თასის გათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ მან, ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი