logo_geo
გია გაბრიჭიძე: ხაზარაძე კაი კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით „რულამს“
- +

24 მარტი. 2019. 16:36

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხაზარაძე კაი კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით „რულამს“..

 

- „მაია ცქიტიშვილს მოვიწვევ ანაკლიაში, დავახვედრებ სამუშაო ფორმატს, რათა ობიექტზე გავიდეთ და დავათვალიერებინო ის სამუშაო და ის დეტალები, თუ რა გაკეთდა, საითკენ მივდივართ და რას გავაკეთებთ. ადგილზე, როგორც მან უწოდა ტალახში, კარგია, რომ თავის ფეხით გაიაროს და შეხედოს რა პერსპექტივაზე ვსაუბრობთ ჩვენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ღაძაძეს ტრაქტორზე შემოასკუპებს, ჯაფარიძეს ლაფათკას მისცემს, თვითონ გიტარას დაიჭერს ერთად დააგუგუნებენ მუხლჩაუხრელი შრომის სიმღერას.

 

არადა, ქალბატონი მაიას პასუხიდან ერთი მცირე ამონარიდის არ იყოს: - ამ პროცესში მტყუან-მართალის ძიება ცოტა შორს წაგვიყვანს და პირველი მე არ აღმოვჩენილვარ პარლამენტის ტრიბუნაზე... ალბათ, ეს პროცესი კარგი იქნება თუ საქმიან ვითარებას დაუბრუნდება.

 

მართალია ქალბატონი მაია. მართალი და ნამდვილად უკეთესი იქნება, რომ ხაზარაძემ საქმეს მოკიდოს ხელი და რაც გასაკეთებელია დროზე გააკეთოს“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

 

big_banner
არქივი