logo_geo
გია გაბრიჭიძე: სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა, რომ...
- +

1 თებერვალი. 2017. 20:10



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ბათუმში დედა-შვილის გარდაცვალებას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„ახლა ვნახე აღშფოთებული პოსტები, რომლებითაც დედა-შვილის სიცივის გამო გარდაცვალებას ანტისახელისუფლებო კამპანიად თვლიან, რომ ჟურნალისტების მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებას, მეზობლების ვერსიების გადაუმოწმებლად წაღებას უწოდებენ, რომ ბათუმში და 21-ე საუკუნეში სიცივით არავინ არ დაიღუპებაო.

 

ჩემთვის აბსოლუტურად გასაგება ეს პათოსი, მაგრამ არავის არ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ:

 

- 21 საუკუნეში ადამიანებს, რომლებსაც საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ, ზამთარში ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო ჩაუჭრეს!

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ზამთარში ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო ჩაუჭრეს!

 

სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა, რომ კომპანიებს ისეთი რეგულაციები დაუწესოს, რომელიც ადამიანებს ტრაგედიას ააცილებს და არა აქვს მნიშვნელობა ბანკის ვალის, ან შვილის საოპერაციო ფულის გამო მოიკლავს თავს, თუ ზამთარში გაიყინება", - წერს გაბრიჭძე.

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 50 წელს გადაცილებული დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლები გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად გაყინვას ასახელებდნენ, მათი განცხადებით, ოჯახს ელექროენერგია 26 იანვრიდან ჰქონდა გათიშული. თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი ყინვა არ გამხდარა. 


 

big_banner
არქივი