logo_geo
სოფო ხორგუანი: ის პოლიტიკური ცხოველია, დღეს კედელთან მიყენებული ყველაფერს იკადრებს!
- +

1 თებერვალი. 2017. 22:40


 

უფლებადამცველი სოფო ხორგუანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თუ ვინმეს აწყობდა რუსებისთვის ჩვენი მეომრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ეს მიხეილ სააკაშვილია. ეს მას სჭირდება რევოლუცია და არეულობა, მისი პარტიის წევრებმაც კი ვერ გადაარწმუნეს და ამდენი წლებით ნამაგრი "ჩვენ ერთიგუნდი ვართ" სწორედ ამიტომ დაიშალა. როგორ უნდა გამოიწვიოს საყოველთაო გულისწყრომა ხელისუფლების მიმართ? სოციალური პრობლემებით? - ისეთი გამოგვივლია, რით გავკვირდებით! ოკუპანტით? - საუკუნეზე მეტია ვეჭიდავებით! უნიათო? - ოღონდაც მოძალადე ნუ იქნება! მოღალატე? - ძალიან მიგვაჩვიეს ამ სიტყვას!

 

ვინ არის ყველაზე საკრალური დღეს საქართველოში, სადღეგრძელოებისა და პოლიტსიმპატიების მიღმაც - ჯარისკაცი, მეომარი, ომის ვეტერანი. ასე მიადგა იმ თემას, რასაც არცერთ ხელისუფალს არ აპატიებენ. და თავად გასცა ინფორმაცია. ის პოლიტიკური ცხოველია, დღეს კედელთან მიყენებული, ყველაფერზე წავა და ყველაფერს იკადრებს.

 

ჰოდა, ძვირფასო სამართალდამცველებო, დაიწყეთ გამოძიება და მიადგებით სააკაშვილის კვალს!", - წერს ხორგუანი.


 

big_banner
არქივი