logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე გურამ დოჩანაშვილზე: ამაყია ქვეყანა, ასეთი მწერალი რომ ჰყავს!
- +

26 მარტი. 2019. 23:11

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1989 წელს 50 წლის გახდა, სახლში მივაკითხე, იოსებიძის ქუჩაზე, შეკითხვები დავუტოვე და პასუხები ხელნაწერი დამახვედრა, წამოვიღე და „აღმართი კაცი“ „ახალგაზრდა ივერიელში“ დავბეჭდეთ.

 

ერთხელ, გურამ დოჩანაშვილს მოთხრობაზე მუშაობისას „ღვთისმშობელი მარიამი“ რაიმე კარგი და მშვენიერისთვის უნდოდა შეედარებინა, მაგრამ მეუფეს უთქვამს, ღვთისმშობელი არაფერს არ უნდა შეადაროო. ჰოდა, ადგა და დაუწერია - ღვთისმშობელი მარიამი მშვენიერი იყო, როგორც რომ თვითონო!!!

 

1987 წელია, დეკემბერი. გურამ დოჩანაშვილი ბიჭვინთაში ახალგაზრდა ჟურნალისტთა შეკრებაზე დავპატიჟეთ, დიდი მისია დამეკისრა,- შეხვედრაზე ვიოლინოზე უნდა დავაკვრევინო და ამისთვის ერთი პროფესიონალისგან ინსტრუმენტი ვინათხოვრე, თან გამაფრთხილეს, რომ წინასწარ ამაზე ბატონმა გურამმა არაფერი უნდა იცოდეს, ამიტომ ვიოლინოს საგულდაგულოდ ვმალავ ჩემს დიდ, „კლიოშ“ პალტოში. გაგრის სადგურში ბატონმა გურამმა მაინც შენიშნა და მეკითხება - უი, ვიოლინო, შენ უკრავ?

 

- დიახ, ბატონო გურამ, - შევიფერე და ტყუილი გავამყარე - მუსიკალური დავამთავრე (არადა, არ ვიცი, რომ ვიოლინო თურმე არსებობს ორი ზომის - მთელი დიდებისათვის და პატარებისთვის - მეოთხედი)

 

ბატონი გურამი ისევ მეკითხება:

 

- ნინო, ვიოლინო მთელია?

 

- დიახ, ბატონო გურამ, ძალიან ძველი ვიოლინოა, მაგრამ მთელია-მეთქი... (მომეჭრა აგი გასიებული თავი...)

 

დღეს გურამ დოჩანაშვილი 80 წლისაა, ვულოცავ! ბედნიერია, ამაყია ქვეყანა, ასეთი მწერალი რომ ჰყავს!“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი