logo_geo
გიორგი ფოფხაძე ხელისუფლებას: ასე გააგრძელეთ! ბრავო და ბრავო!
- +

2 თებერვალი. 2017. 15:18


 

 

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ეხმიანება და მთავრობასა და ქართველ დიპლომატებს აღნიშნულ წარმატებას ულოცავს.


„მიუხედავად ჩემი კრიტიკისა, მიუხედავად ჩემი მყრალი ხასიათისა და ხანდახან ზედმეტი გაბრაზებისა (ეს იმიტომ ვბრაზდები ხოლმე, რომ მინდა, იმაზე კარგად იყოს საქმე, ვიდრე არის)... მინდა მივულოცო ქართულ დიპლომატიას, საქართველოს მთავრობას, ყველას, ეს საოცარი დღე და ეს გადაწყვეტილება... ყველას, ვინც ამდენი წლის განმავლობაში ჩადო ყველაფერი, უძილო ღამეები, თავაუღებელი შრომა, ჯაფა, ნერვიულობა, მოლოდინი ... გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას... თქვენი გამარჯვებაა პირველ რიგში ეს, დღეს რაც მოხდა... ასე გააგრძელეთ! ბრავო და ბრავო... თქვენი მუშაობის შედეგი ჩვენი გამარჯვებაა..." - წერს ფოფხაძე.




 

big_banner
არქივი