logo_geo
დავით ახრახაძე „ნაცებზე“ : არავის ვუსურვებ, ამ ჩემი გამოს...ბულების ჩათვლით, იმ დროში დაბრუნებას
- +

29 მარტი. 2019. 15:51

 

 

აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით ახრახაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

 

„1) ამასწინათ ერთი ძველი მეგობარი ვნახე... ადრე, არა უშავდა ისეთი ბიზნესი ჰქონდა..... ვკითხე, რას შვრები, როგორ ხარ-მეთქი.... რავი, როგორ ვიქნები, „ნაცებმა“ ფულის ახევა მომინდომეს და არ ავიხიეო... მერე შემომიგზავნეს ვიღაც და 70 000 ლარით დამაჯარიმეს, ბანკების ვალებიც დამადეს და გამაკოტრესო, მის მერე წელი ვერ წამოვიდგი და სახლში ვზივარო.... კი იცოდა ამ ჩემმა ბოთე მეგობარმა ჩემი „ნაცებისადმი“ დამოკიდებულება, მარა..... მაგრამ - ის დრო ჯობდაო! მივხდი, რომ ცუდადაა მისი საქმე.

2) ერთი ნაცნობი მყავს და „ნაცების“ დროს რამდენჯერმე მართლა ტყუილად დაიჭირეს, რაღაცები, ნამდვილად ვიცი, რომ ჩაუდეს, თვალი თვალს რომ მოშორდებაო და ოჯახიც დაენგრა, მაშინ დაავადდა და „ოცნების“ დროს ამინისტიით გამოვიდა... იმანაც ესეთი ყ...ბა თქვა... ის დრო ჯობდაო... ამ ფოტოზე კიდევ იმ დროინდელი ციხის კამერაა! არავის ვუსურვებ, ამ ჩემი გამოს...ებულების ჩათვლით, იმ დროში დაბრუნებას მაინც. ღმერთო, ნუ გამოა.... მეტად ამ ხალხს“, - წერს დავით ახრახაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი