logo_geo
ალექსანდრე მოწერელია: თითოეული მოქალაქე ვალდებულია, პატივი მიაგოს ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს
- +

30 მარტი. 2019. 23:08

 

„დღეს, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჟურნალისტ ირაკლი შონიას ფილმის „გზა თავისუფლებისკენ“ ჩვენებას დავესწარი, რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ეძღვნება. გილოცავთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამეგრელო-ზემო სვანეთს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მისალოცია, რომ ჩვენ გვხვდა წილად საქართველოს თავისუფლების გარიჟრაჟზე გვყოლოდა, სწორედ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ბატონი ზვიად გამსახურდიაა.

 

ჩვენ ამ ფილმში ვიხილეთ ძალიან მძიმე კადრები, პირველი პრეზიდენტის ცხოვრებიდან, თუმცა როგორც ბატონი ზვიადი ბრძანებდა, სწორედ ეს გზა იყო საქართველოს გზა და პირადად მისი გზაც! სწორედ მისი ხსოვნის პატივსაცემად ჩვენ მოვალენი ვართ აღვასრულეთ მისი ნაანდერძევი და დამოუკიდებელი, ერთიანი საქართველო გადავაბაროთ ჩვენს მომავალ თაობებს!

 

თითოეული მოქალაქე ვალდებულია, პატივი მიაგოს ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს. ბატონი ზვიად გამსახურდიას პატივისცემა, ჩვენი მომავალი თაობებისათვის იქნება, სახელმწიფოებრივი ინსტიტუციებისადმი პატივისცემის მაგალითი, რაზეც უნდა აშენდეს დემოკრატიული, წარმატებული სახელმწიფო“, - წერს მოწერელია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი