logo_geo
მამა პეტრე კოლხი: კისერზე ჯვრის დაკიდება მარტო არ არის ქრისტიანობა...
- +

2 თებერვალი. 2017. 23:12


 

 

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ევროპაში კი არა, ღმერთმა სასუფეველშიც რომ შეგვიშვას, შინაგანი კულტურის დეფიციტს ვერაფერი ამოავსებს.

სირცხვილია ამდენი ცილისწამება და ეკლესიის დისკრედიტაცია. მით უფრო მაშინ, როცა არაფერი გვემატება. სულს საშინლად ვამძიმებთ და საზოგადოებაც შეცდომაში შეგვყავს. არც ერთ ეკლესიაში არ ღირს ჯვრისწერა ხუთასი ლარი. არც ერთი მღვდელი არ უშვებს წყვილს იმის გამო, რომ ფინანსები არ გააჩნიათ, მაგრამ ნურავინ იფიქრებს იმას, რომ სასულიერო პირისთვის უცხოა ყოფითი პრობლემები. შემოსილიც ჩვეულებრივი ადამიანია, ჰყავს ოჯახი და შვილები, უმეტესად მრავალრიცხოვანი ოჯახი, რომელსაც რჩენა უნდა და მერწმუნეთ ჰაერით არავინ იკვებება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ საჯარო სამსახურში დასაქმება გვეკრძალება და ჩვენი პატიოსნებით და მრევლის მხარდაჭერით მინიმუმამდე მაინც უნდა ვაკმაყოფილებდეთ ყოველდღიურ მოთხოვნებს.

ფოტოგრაფის და საქორწინო დარბაზის დაქირავება ათასობით ლარი ჯდება, სავალდებულოდ უნდა ჩაითვალოს ჯვრისწერის საკითხიც. თუ რა თქმა უნდა ვაცნობიერებთ, რომ ერთერთი უდიდესი საიდუმლოებაა და არა მხოლოდ კადრებისთვის გამოსაჩენი რიტუალი.

მუშაკი ღირსია სასყიდლის.

შეიძლება კონკრეტული სასულიერო პირი ცდებოდეს, მაგრამ საეკლესიო სწავლება უცდომელია.

მე პირადად, ბევრისთვის დამიწერია ჯვარი ანაზღაურების გარეშე და მადლობა ღმერთს, ჩემნაირი უამრავია. უბრალოდ, ვხედავთ იმას, რისი დანახვაც გვინდა...

და კიდევ, კისერზე ჯვრის დაკიდება მარტო არ არის ქრისტიანობა...", - წერს მამა პეტრე.


 

big_banner
არქივი