logo_geo
2017 წლის 1 აპრილს ევგენი ევტუშენკო გარდაიცვალა
- +

1 აპრილი. 2019. 16:35

 

 

„2017 წლის 1 აპრილს გარდაიცვალა ევგენი ევტუშენკო“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„საბჭოთა და რუსი პოეტი. სახელი გაითქვა, აგრეთვე, როგორც პროზაიკოსმა, რეჟისორმა, სცენარისტმა, პუბლიცისტმა და მსახიობმა. საბჭოთა პერიოდში თავგამოდებით იცავდა დისიდენტებს: იოსებ ბროდსკის, ალექსანდრე სოლჟენიცინს და იული დანიელს. გარდაიცვალა ამერიკის ქალაქ ტალსუში, გულის შეტევით, 85 წლის ასაკში. იგი 1991 წლიდან ცხოვრობდა ამ ქალაქში. 13 აპრილს მისი ნეშტი მიაბარეს რუსულ მიწას პოეტთა სოფლად წოდებულ პერედელკინოში, ბორის პასტერნაკის საფლავის გვერდით. უკანასკნელ გზაზე ევტუშენკო მხოლოდ ნათესავებმა და ახლობლებმა გააცილეს. სასაფლაოს შესასვლელთან კი თაყვანისმცემელთა პატარა ჯგუფი დახვდა. აქ გაიმართა სამოქალაქო პანაშვიდი“, - წერს ბუთურიშვილი.

 

 

big_banner
არქივი