logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: ვის რაში აინტერესებს, შვილო დემნა, შენ რას კერავ, როცა ხარ ერთი გაუზრდელი ადამიანი!
- +

3 აპრილი. 2019. 17:12

 

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ისე, რატომ ხდება ხოლმე, ამ ქვეყანაში რომ დაიბადებიან, გაიზრდებიან ადამიანები, წავლენ საზღვარგარეთ, რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწევენ და შემდეგ, საკუთარ ქვეყანას რომ ლანძღავენ და თათხავენ?!... მე ჩამოვრჩი ცხოვრებას, თუ რა ხდება, ეს ახალი მოდაა, საქართველოდან წასული ქართველებისთვის?

 

ვის რაში აინტერესებს, შვილო დემნა, შენ რას კერავ და როგორი დიზაინერი ხარ, როცა ხარ, ერთი გაუზრდელი ადამიანი, რომელიც თურმე, მაშინ დაგვაფასებ და ჩამოხვალ საქართველოში, ძველი თაობა რომ მოკვდებაო... კი ბატონო, შენი გვარის ძველი თაობა რომ მოკვდება, აი, მაშინ ჩამოეთრიე და დაინახავ, ამ ტუტუცობისთვის, შენივე თაობა რომ გაგიფენს წიხლქვეშ... ეს კარგად დაიმახსოვრე, შე მართლა ქაჯო...“ - წერს ლიპარტელიანი.

 

„მსოფლიო საქართველოს მხოლოდ სტალინს და შევარდნაძეს აღარ უკავშირებს, არამედ გეი დიზაინერსაც. რაც „ძველებს“ არ ახარებთ. მუქარაც არის, ქვეყანაში ჰომოფობია ჯერ კიდევ მძვინვარებს. ამიტომ გავაკეთე მაისური საქართველოს წარწერით ცისარტყელის ფერებში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ქართველ ბავშვებთან შეხვედრა. პარიზში სპეციალურად ამ ჩვენებისთვის ჩამოფრინდნენ. ბევრი მათგანი დასავლეთში პირველად ჩამოვიდა. როგორ ლაპარაკობდნენ, როგორ იქცეოდნენ. ჩემს თავს მახსენებდნენ. როცა მათ ასაკში ევროპაში პირველად ჩამოვედი. მე ახალი თაობის ქართველებისთვის მისაბაძი მაგალითი ვარ. როცა ეს „ძველი“ თაობა მოკვდება თავიანთი უცნაური წარმოდგენებით საქართველოში ისევ ჩავალ“, - განაცხადა დემნა გვასალიამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი