logo_geo
გელა ზედელაშვილი: ეს არის დასტური იმისა, რომ ელისო მართლაც ჩაეხუტა სააკაშვილს!
- +

3 თებერვალი. 2017. 04:15


 


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში  „ქრონიკა +" -ის რედაქტორთან ელისო კილაძესთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ყველაფერი მე როგორ უნდა გასწავლოთ ?! გუშინდელი მოსამართლეთა „სკანდალის" და ამანათების მერე -იცოდეთ მაინც, მიშა „ვიბერს" საერთოდ არ ხმარობს. მიმოწერას გაფიცებთ. შესაცვლელია სუს-ის სცენარისტი ქეთინო! - ელისო კილაძე.

 

***

 

ეს არის დასტური იმისა, რომ ელისო მართლაც ჩაეხუტა სააკაშვილს - აბა, საიდან იცის, რომ მიშა „ვიბერს" არ ხმარობს?

ამან ყველაფერი „ხუთიანზე" იცის - რას ჭამს მიშა, რას სვამს მიშა, რას ხმარობს მიშა, ვის ხმარობს მიშა!

ესე იგი, მიშა „ვიბერს" არ ხმარობს, არა? აბა, რა ჩემი შაშა და კოლათი რეკავს ხოლმე?" ,- წერს ზედელაშვილი. 


 

big_banner
არქივი