logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: მრავალი წელია, მსოფლიოს ჩუსტთა შორის ერთადერთს - ხევსურულ ჩითებს ვაღიარებ...
- +

4 აპრილი. 2019. 18:36

 

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე ხევსურული ჩითების შესახებ საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

 

„მრავალი წელია, მსოფლიოს ჩუსტთა შორის ერთადერთს, ჩუსტთ უჩუსტეს ხევსურულ ჩითებს ვაღიარებ. გარდა მრავალი სხვა ღირსებისა, ჩითები იდეალურად სრიალებს პარკეტზე. ახალი ილეთი დავამხეცე, ოთახის ბოლოდან მოვქრივარ და თინუსამდე მივსრიალებ ფრთების ფართხუნით. თინუსა სრულიად გადარეული და აღტაცებულია ბებოს შესაძლებლობებით. თვითონ სახლში რეზინისძირიანი კედები აცვია. წვალობს, მაგრამ ვერაფრით ვერ სრიალებს, ჭრაჭუნი გაუდის და ადგილზე იკვანწება. ჰოდა, ველოდები ახლა, როდის გაიღვიძებს მასში ჭეშმარიტი მეგრელი და მოიფიქრებს კედების გახდას და „ნასკებით“ ასპარეზობას“, - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

 

 

big_banner
არქივი