logo_geo
„მართალია, სულ 5-7 ადამიანი ვიყავით, მაგრამ 50 ათასი კაცის თავი რომ ვერ დაიტევს, იმდენი აზრი გვიტრიალებსო!“
- +

3 თებერვალი. 2017. 11:54



„სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მრავალათასიანი აქცია გაიმართა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს და აქვე ფოტოს ავრცელებს.

 

„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ: მართალია, სულ 5-7 ადამიანი ვიყავით, მაგრამ თავში ათასნაირი აზრი გვიტრიალებს, 50 ათასი კაცის თავი რომ ვერ დაიტევს, იმდენიო!

 

ჰოოო, თუ ეგრეა, მაშინ კი ყოფილა მრავალრიცხოვანი მიტინგი, რას ერჩით?!" - წერს ზედელაშვილი.




 

big_banner
არქივი