logo_geo
ცოტნე გამსახურდია: არ ისვენებს სანდრა რულოვსი, ეს უსინდისო დედაკაცი!
- +

5 აპრილი. 2019. 12:17

 

„არ მინდოდა ოჯახის წევრებზე საუბარი, თუნდაც სააკაშვილის... მაგრამ არ ისვენებს ეს სანდრა რულოვსი და ვერ ელევა ძალაუფლებას!“ - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს ხომ არცაა ოჯახი კლასიკური მნიშვნელობით, ეს უბრალო და ბანალური მაფიაა. უკვე მერამდენედ ცდილობს ეს უსინდისო დედაკაცი, გაასულელოს საქართველო და ითამაშოს ჩვენ სათუთ დამოკიდებულებაზე ქართულად მოჟღურტულე უცხოელების მიმართ.

 

სინამდვილეში იგი არაფრით განსხვავდება ოლეგ ფაცაციას, გაგა მკურნალიძის, ალექსანდრე მუხაძის ან სხვა ჯალათებისგან! ერთ პირად ისტორიას გავიხსენებ: როდესაც ციხეში ვშიმშილობდი (სულ ხუთჯერ ვიშიმშილე, ყველაზე მცირე - 28 დღე იყო), ერთხელ ამ ქალმა „წითელი ჯვრის“ თანამშრომლები გამოგზავნა: ვინმე სილვია ვუსტი, ჰოლანდიელი ამსტერდამიდან.

 

ეს ვუსტი უბრალოდ ინგლისურად მოლაპარაკე აგიტატორივით იქცეოდა. ბოლოს მეკითხება, სხვისთვის ვერაფერს გავაკეთებთ და პირადად რა გინდათო. ხერხემლისთვის ტკივილგამაყუჩებელს თუ შემომიტანთ-მეთქი, რასაც იქ არ მაძლევდნენ... ვერაო. არ გვაქვს უფლებაო. როგორ, მე ვუთხარი, მამაჩემი რომ შიმშილობდა ციხეში, ბავშვობიდან, იმ დროიდან მახსოვს „წითელი ჯვარი“ როგორ ეხმარებოდა-მეთქი. კარგი, შეგიძლიათ აქაური ადმინისტრაცია აიძულოთ, მომცენ წამალი-თქო? არც ეგ შეგვიძლიაო. პაციენტისგან მიღებული ინფორმაციის მესამე მხარისათვის გადაცემის უფლება არა გვაქვსო. აბა, რისთვის ხართ, გარდაცვალების მოწმობის შესადგენად-მეთქი?! გაჩუმდა. მერე მეუბნება: დაგვიწერეთ მიმართვა პირველი ლედის სახელზე და ვეცდებითო.

 

ეს იყო ამ გარეწარი დედაკაცის „ჰუმანიზმი“! მიშას რომ თვალებში ჩახედავ, ჯერ ის გააკეთებინე, რომ მორიგ „პრაშმანდოვკაზე“ არ გაგცვალოს, და მერე დაგვაბოლე ჩვენ შენი ენისმოჩლექით!“ - წერს გამსახურდია.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი