logo_geo
„მეცოდებიან ბინძურ კამპანიაში ჩართული ადამიანები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები თუ რიგითი ქართველები...“
- +

3 თებერვალი. 2017. 12:33



ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა)  - იმ დღეს ყველა არხი „ობიექტივის" კადრებს აჩვენებდა და კომენტარად იყენებდა, რადგან სხვა არხზე არც მეუფე სერაფიმეს და არც ერთ სასულიერო პირს (მით უმეტეს მეუფეს) არაფერი უთქვამთ.

 

იმ დღეს საპატრიარქოსთან ბევრი ხალხი იყო, მათ შორის მეც გახლდით. სინოდის სხდომა რომ დამთავრდა, მეუფე სერაფიმე გარეთ გამოვიდა, ზოგი ვტიროდით, ზოგი დაინტერესებული იყო, შიგნით რა ხდებოდა.

 

იმ დღეს გავიცანი გიორგი დარასელია, როგორც პატარა ბავშვს, ისე მომეფერა, რადგან გულამოსკვნილი ვტიროდი.

 

საპატრიარქოდან გამოსულ მეუფე სერაფიმეს ვთხოვე, „ობიექტივის" პირდაპირ ეთერში წამობრძანებულიყო და წამოვიდა (ეთერში მისი წამობრძანება, თუ სწორად მახსოვს, გიორგის იდეა იყო). ამ დროს პირდაპირ ეთერში ეკა სარალიძეს ნოდარ ნათაძე და მანანა ნიკოლაიშვილი ჰყავდა სტუმრად. რადგან განსაკუთრებული მდგომარეობა იყო, გადაცემის წამყვანი და სტუმრები ეთერში დარჩნენ, ჩვენ შევედით და დაიწყო საუბარი სინოდის სხდომაზე. ეს იყო 2011 წლის 11 ივლისს.

 

ძალიან მიყვარს მეუფე სერაფიმე. მეცოდებიან ბინძურ კამპანიაში ჩართული ადამიანები, იქნებიან ეს ჟურნალისტები, სასულიერო პირები თუ ჩვეულებრივი, რიგითი ქართველები. სულ მინდოდა, მეუფე სერაფიმესადმი დამოკიდებულება გამომეხატა და საამისოდ ჩემი არქივიდან ეს გადაცემა გადმოვწერე.

 

ცუდი ხარისხის კადრებია, მაგრამ შინაარსი საინტერესოა. ეს ის დრო იყო, როცა „ობიექტივში" ერთი მბრუნავი კამერა გვქონდა, ის კამერა, სასწაულები, რომ მოახდინა!

 

გადაცემის მსვლელობის დროს კამერა რომ მიტრიალდებოდა, ვტიროდი. ეს გადაცემა მეორედ აღარასდროს მინახავს, ვერც ამჯერად ვნახავ", - წერს ნინო მიქიაშვილი.


 

 

 

 

big_banner
არქივი