logo_geo
ოთარ ჩრდილელი: ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის შესახებ, ბევრი ვიცით, თუმცა...
- +

6 აპრილი. 2019. 21:54

 

 

„5 აპრილს უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ბრწყინვალ მამულიშვილის, ნიკო ნიკოლაძის გარდაცვალების დღეა. ნიკოლაძის მოღვაწეობის შესახებ, ბევრი ვიცით, თუმცა ამჯერად ლოკალურ მასშტაბში ვეცდები ჩავატიო და მოგახსენოთ იმ უდიდესი ღვაწლის წინაშე, რაც მას მშობლიური სამტრედიისათვის აქვს გაკეთებული“, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თბილისი-სამტრედია-ფოთის სარკინიგზო ხაზზე საქართველოში პირველად ჩამოყვანილმა ორთქლმავალმა, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ ჩამოიყვანა სტარტი ფოთიდან აიღო 1️872 წლის 10 ოქტომბერს.

 

მისი ძალისხმევის შედეგად 1883 წელს ბათუმისა და ბაქოს ხაზების გახსნის შემდეგ-ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის რკინიგზა.

 

სამტრედიაში რკინიგზის სადგურის ბაქანი თავდაპირველად იყო სოფ. იანეთში, რომელიც (რა თქმა უნდა) ნიკო ნიკოლაძის ძალისხმევით გაკეთდა.

 

1️870 წლიდან ნიკო ნიკოლაძე სამტრედიის თეატრალურ ცხოვრებას ჩაუდგა სათავეში, მისივე ინიციატივით აშენდა კლუბი, სადაც მაშინდელი პოპულარული სპექტაკლები იდგმებოდა.

 

და ბოლოს, ყველაზე მთავარი, 1889 წელს ნიკო ნიკოლაძემ, პარიზიდან საქართველოში (სოფელ დიდ ჯიხაისში) პირველი ველოსიპედი ჩამოიყვანა“, - წერს ოთარ ჩრდილელი.

 

 

big_banner
არქივი