logo_geo
გიორგი კალანდია: მომავალმა თაობებმა ნამდვილი ისტორია უნდა იცოდნენ...
- +

7 აპრილი. 2019. 00:56

 

 

„არა მგონია საქართველოში რომელიმე კერძო პირს და მათ შორის სახელმწიფო ორგანიზაციასაც ჰქონდეს ისეთი შთამბეჭდავი და მრავლისმომცველი არქივი ზვიად გამსახურდიას შესახებ, როგორც მე“, - წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოებს ავრცელებს:

 

„2000-ზე მეტი დოკუმენტი, ფოტო, ხელნაწერი, პირადი მიმოწერა, ყველაფერი ის, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრების შესახებ მოგიყვებათ.

 

ამ დოკუმენტებს ვაგროვებდი ქარსა და ცეცხლში (პირდაპირი მნიშვნელობით) გამომქონდა მიტოვებული და დაბომბილი შენობებიდან, ზუგდიდში, სენაკში, თბილისში, ბევრი რამ თავად ბატონმა ზვიადმა მაჩუქა, ბევრი მისი მთავრობის წევრებმა, ჰოდა ასე შეგროვდა უნიკალური ქრონიკა.

 

ეს არქივი შეიცავს ამასთანავე ძვირფას ვიდეოქრონიკასაც. წელს ხელოვნების სასახლე ამ ძვირფას ექსპოზიციას უმასპინძლებს.

 

 ეს საგანძური, სანამ ცოცხალი ვარ, ჩემთან იქნება (იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილია), სიკვდილის შემდეგ კი ანდერძით ხელოვნების სასახლეს დავუტოვებ. მომავალმა თაობებმა ნამდვილი ისტორია უნდა იცოდნენ“, - წერს კალანდია.

 

 Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

Jabraili Sasaxlidan-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი