logo_geo
გიორგი ბარათაშვილი: ხვალ შეიძლება ასეთი პოზიტიური სიახლე არ დაიდოს…
- +

21 ნოემბერი. 2016. 02:01



„ვულოცავ მარიამს ამ ღირსეულ გამარჯვებას! რეკორდი მოვხსენით! მესამედ გავიმარჯვეთ! გილოცავთ ყველას! საზოგადოებრივის ყველა თანამშრომელს! ჩვენ კიდევ ერთ, ერთობლივ, წარმატებას მივაღწევთ!",- ამ სიტყვებით ულოცავს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი მარიამ მამადაშვილს საბავშვო ევროვიზიაში გამარჯვებას.


როგორც ბარათაშვილი  სოციალურ ქსელში  წერს, ის 21 ნოემბერს „საზოგადოებრივ მაუწყებელს" დატოვებს და თანამშრომლებს ემშვიდობება.


„მიუხედავად იმისა, რომ ხვალიდან გენერალური დირექტორის თანამდებობას ვტოვებ, მინდა იცოდეთ, რომ მაუწყებლის ყველა შემდგომი წარმატება, ისევე მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, როგორც აქამდე. ხვალ შეიძლება ასეთი პოზიტიური სიახლე არ დაიდოს ჩვენს შიდა ჯგუფში, ამიტომ გამოვიყენებ დღევანდელ პოზიტივს და აქვე გეტყვით: მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ ამდენი წელი ვიყავით ერთად; მადლობა, იმისთვის, რომ ტელევიზიაში 24 წლიანი მუშაობის პერიოდში, ყველაზე რთულ ეტაპზე ჩემს გვერდით იდექით. მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ვახერხებდით მოგვეძებნა გამოსავალი და ვფიქრობ, რომ ყველა რთული სიტუაციიდან ღირსეულად გამოვედით. ხვალიდან თქვენი გენერალური დირექტორი აღარ ვიქნები, მაგრამ მიგულეთ თქვენს მეგობრად, თქვენს გულშემატკივრად და თქვენიანად... დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი წარმატება გველოდება წინ.

 

პ.ს. თქვენ კი ყველამ იცით რა ადგილი უჭირავს ტელევიზიას ჩვენს ცხოვრებაში. არ ვიცი როგორ და რამდენი ხანი გავძლებ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ შევხვდებით ტელევიზიის კედლებში",- წერს ბარათაშვილი. 


 

 

 

big_banner
არქივი