logo_geo
ნინი ქარსელაძე: მართალია, ვერ მოვასწარი შენი გაცნობა, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ გგავარ...
- +

9 აპრილი. 2019. 00:46

 

 

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„9 აპრილი...

მართალია, ვერ მოვასწარი შენი გაცნობა, მაგრამ დაბადებიდან დღემდე, შენზე კარგის მეტი არაფერი მსმენია... ყველაზე მტკივნეული ალბათ ის არის, რომ 11-ში ზუსტად იმ დროს, როდესაც შენ წახვედი 1 წლის შემდეგ მე მოვედი ამ ქვეყანაზე. მტკივნეულად მახსოვს ის, რომ არასოდეს არც მამა და არც ბებო ჩემს დაბადების დღეზე არ ყოფილან და წლების მერე მივხვდი მიზეზს, 11-ში ზუსტად იმ დროს, როდესაც შენ გაფრინდი ცაში - ანგელოზებთან, მე გამომიშვი აქ - შენიანებთან.

 

ვინც გიცნობდა, ყველა მეუბნება, რომ გგავარ... ეს ჩემი საყვარელი ფოტოა, სულ წარმოვიდგენ, როგორი იყავი ცხოვრებაში... ალბათ, ბევრად ლამაზი, ვიდრე ამ ფოტოში ხარ...

 

გია ქარსელაძე - 9 აპრილი“, - წერს ნინი ქარსელაძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი