logo_geo
თიკო თვალაძე: ერთი შეკითხვა მაქვს, ბიძინა ივანიშვილის ადგილას რამდენი აიტკიებდით აუტკივარ თავს?
- +

10 აპრილი. 2019. 17:33

 

ჟურნალისტი თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დამიძახეთ „ქოცი“, ერთი შეკითხვა მაქვს, ბიძინა ივანიშვილის ადგილას რამდენი აიტკიებდით აუტკივარ თავს? ტიპმა გადადო თავი იმიტომ, რომ თქვენი შვილები გადარჩენილიყვნენ. აი, ამაზე რატომ არ ფიქრობთ? ფიზიკურად გადაგვარჩინა ტიპმა, თორემ მირონი კი არ სდის?! მე მომხრე ვარ, დაბრუნდეს იგივე რეჟიმი და ვიღაცები ვიხილო მოკუნტული, დღეს რომ ჭკუას გვასწავლიან“, - წერს თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში.

 

თიკო თვალაძის Facebook- პოსტს გიორგი გამცემლიძის დედა გულიკო გამცემლიძე კომენტარებში ეხმიანება და წერს:

 

„თითო გიჟი მიშა არ მოუშალოს ღმერთმა ოჯახში, ვისაც ამნეზია დაემართა. 7 ნოემბრის რიყის დარბევის ხმები ისე ჩამრჩა მეხსიერებაში, ქუჩაში სპეცრაზმმა გაიარა იმავე სირენით და ცუდად გავხდი“.

 

 

 

big_banner
არქივი