logo_geo
გია აბაშიძე: მოსამართლეების თემა მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში ეს დიდი ხნის წინ დაგეგმილი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
- +

11 აპრილი. 2019. 13:42

პოლიტანალიტიკოსი გია აბაშიძე   საკრებულოს უმრავლესობიდან ჯაბა ჯიშკარიანისა და ვახტანგ შაქარიშვილის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

იგი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და მიიჩნევს, რომ მოსამართლეების თემა მხოლოდ საბაბია.

 

„ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს. მებადება რამდენიმე შეკითხვა:

 

- ეს რას ნიშნავს, იმას, რომ ჯაბა და ვატო პოლიტიკიდან მიდიან საზოგადოებრივ ორგანიზაციაში? თუ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებენ? თუ შავ ფულს ვერ აჩენენ და ამიტომ პარტიის დაფუძნების რეგულაციებს გაურბიან?..

 

- „დაიცავი საქართველო“ არის საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, პოლიტიკური დღის წესრიგით?

 

ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, მოსამართლეების თემა ამ ხალხის სქიზმის საფუძველი კი არ არის, არამედ მხოლოდ საბაბი. სინამდვილეში მათი გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ დაგეგმილი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

 

big_banner
არქივი