logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: ახლა გავიგე, რომ გარდაიცვალა ბატონი მიშა ქავთარია
- +

14 აპრილი. 2019. 23:01

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა გავიგე, რომ გარდაიცვალა ბატონი მიშა ქავთარია, ვაი! ბატონი მიშა, რომელიც იყო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი დღევანდელი საზოგადოებისა, რომელიც მაძლევდა იმედს, რომ ძველი საქართველოს მენტალიტეტი კვლავ არსებობდა, მასთან კაბინეტში შესულს თავი საამაყო საქართველოში მეგონა, მისი ღიმილი და ხმა ნებისმიერ პრობლემას წამალივით ედებოდა. ის იყო ჩემი საამაყო დამრიგებელი, დიდი ადამიანი, პროფესიონალი, ქართული კულტურის დიდი მოამაგე, ეროვნული ბიბლიოთეკის ძველი თაობის მომსწრე, ხიდი ძველი საქართველოსი დღევანდელობასთან. ის წავიდა უფრო მდიდარ და საამაყო საქართველოში, ჩვენ კი ვრჩებით ბატონი მიშას გარეშე, ვუსამძიმრებ როგორც მის ოჯახს, უფრო მეტად ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას, ყველას, ვინც დარდობს ქართული მეცნიერების არაპროფესიონალთა და ცრუ პიარშიკთა ხელში ჩავარდნის რეალობაზე“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

big_banner
არქივი