logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: დღეს ბესო ჩუბინიძის დაბადების დღეა!
- +

15 აპრილი. 2019. 17:07

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს, 15 აპრილს, ჟურნალისტის, კარგი ყმაწვილის (ისე კი ამბობენ, 44 წლისა გახდაო, მაგრამ, თუნდაც ასე იყოს, რა, 44 წელი არ არის საყმაწვილო ასაკი?) ბესო (ბესიკ) ჩუბინიძის დაბადების დღეა. ეს ის ახალგაზრდაა, რომელმაც სიყვარულის დღე (15 აპრილი) დააფუძნა (თავისი მეუღლის პატივსაცემადო, ამბობენ, მაგრამ „საეჭვოდ“ ემთხვევა ბესოს დაბადების დღეს), ეს ის ახალგაზრდაა, რომელმაც ინტერნეტ-ტელევიზია stars.ge დააფუძნა და თვითონვე ხელმძღვანელობს. ეს ის ახალგაზრდაა, რომელიც გამუდმებით შემოქმედებით ძიებაშია, სულ ხელოვანთა წრეში ტრიალებს და მათ შემოქმედებას უკვდავყოფს ფირზე (თუმცა, სადღაა ფირები) აღბეჭდვით. ეს ის ახალგაზრდაა, რომელსაც თავი ცოდვილ მართლმადიდებლად მიაჩნია, ფიქრობს, რომ ყველა დროის მთავრობის ოპოზიციაში უნდა იყო, თუ ქვეყნის წინსვლა გსურს. სწავლობდა რუსთავის პირველ გიმნაზიაში, შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და თბილისის ჟურნალისტიკის უნივერსიტეტში. მუშაობდა სხვადასხვა გაზეთების რედაქციებში, ჰქონდა საკუთარი გაზეთიც, ჟურნალიც, მერე ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო. ჰყავს მეუღლე და აქვს დიდებული ოჯახი. მოგზაურობს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი ორგანიზაცია აკეთებს დიდებულ საქმეს. რას? ა, ბატონო: ღონისძიებების სრული ორგანიზება, წამყვანობა, TV „ვარსკვლავების“ სრული PR-მხარდაჭერა. არ გჯერათ? მაშინ მოიმარჯვეთ მობილური და აკრიფეთ: 599-57-66-22 ბესო.

 

მივულოცოთ ბესოს დაბადების დღე, სიყვარულის დღე!“ - წერს ბუთურიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი