logo_geo
მაია კახიძე: ბესო, გილოცავ!
- +

15 აპრილი. 2019. 17:19

 

პოეტი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„15 აპრილი! უთვალავჯერ თხუთმეტი...

 

აი, პირველ ფოტოზე რომ მხედავთ გამხდარს და მჩქეფარეს, სწორედ ასეთი ვიყავი პირველ სიყვარულის დღეს, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართა. მეტი ფოტო არ შემომრჩა, ბესოს მივეცი რამდენიმე, ჩუბინიძეს, პატარა წიგნი გამოსცა მაშინ და გულდასაწყვეტია, რომ ფოტოებიც დაიკარგა და ის წიგნიც. მე ვიცი, რომ სადღაც უნდა მქონდეს ერთი ცალი და ვერაფრით მივაგენი. აი, ფოტოებზე კი გული ძალიან მწყდება. არ მაქვს ასევე მეორე სიყვარულის დღის არცერთი ფოტო და ასევე მესამის, ვიდეოც გადაიღეს და აბა, მე არავინ მაძლევს, რაზეც გული ძალიან მწყდება.

 

მე ხომ პირველი სიყვარულის დღის პირველი წამყვანი ვარ და ეს მუდამ დარჩება ისტორიას. პირველი სამი წელი სწორედ მე ვდიასახლისობდი სცენაზეც და კულისებში. ბესო ჩუბინიძე - მამასახლისი, დაფუსფუსებდა და ჰო, კიდევ მთავრობაში დაქროდა... მთავრობა, არაა...კომბოსტო...

 

ჩვენ ვიყავით მთავრობაც და მთელი საქართველო!

 

ბესო, უპირველესად შენ გილოცავ და ჩემს თავს და იცი შენ ეს დეტალურად. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღეს! არასოდეს გამოგვლეოდეს სიყვარული და სიყვარულის უნარი!

 

დაბიდუბისაც ხომ გილოცავ და გილოცავ!

 

შენს ოჯახს ვულოცავ! მოკლედ, მრავალსა წელსა!“ - წერს კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი