logo_geo
თამაზ სულაძე: ძალიან დიდი უბედურება დაატყდა თავს საფრანგეთს, პარიზს, მთელს ცივილურ სამყაროს
- +

16 აპრილი. 2019. 01:29

 

ჟურნალისტი თამაზ სულაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ძალიან დიდი უბედურება დაატყდა თავს საფრანგეთს, პარიზს, მთელს ცივილურ სამყაროს... მთელი მსოფლიო შეძრწუნებული ადევნებს თვალს ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში... იწვის მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი ისტორიული საგანძური... ვინც თუნდაც ერთხელ მაინც ყოფილა ამ ულამაზეს ტაძარში, დამეთანხმება, რომ უნიკალური სილამაზის იყო მისი როგორც გარე ექსტერიერი, ასევე შიდა სივრცე, თავისი ხელოვნების ნიმუშებით.

 

ვიტრაჟების განუმეორებელი ნათებით, უნიკალური ორღანით, საკურთხევლის დიაზაინით და სხვადასხვა საუკუნეებში შექმნილი სახვითი ხელოვნების ნიმუშებით... ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ტაძარში, საკურთხეველთან, იდგა საკურთხევლის ტახტი, რომელიც საფრანგეთში მცხოვრები ქართველი დიზაინერისა და მხატვარის გუჯა ამაშუკელის შემოქმედებაა.

 

გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, საფრანგეთის კარდინალმა, გამოაცხადა კონკურსი ღვთისმშობლის ტაძრის ინტერიერის შეცვლისა და გადახალისების მიზნით. ჩვენმა თანამემამულემ, გუჯა ამაშუკელმა გაიმარჯვა ამ კონკურსში და ტაძრის ინტერიერს მისი რამდენიმე ნიმუში ამშვენებდა... სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ყველაფერი ცეცხლმა შთანთქა“, -წერს თამაზ სულაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი