logo_geo
ბექა ვარდოსანიძე: „მაგთიკომი“, საოცრად კრეატიულები ხართ, მოფიქრება ხომ უნდა ამას!
- +

17 აპრილი. 2019. 16:07

 

„ქართული მარშის“ წევრი ბექა ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ქართული ბიზნესი, როგორც ასეთი!!!

 

დედაჩემს ძალიან უყვარდა „national Geo wild“ არხი და დღეს „მაგთის“ პაკეტიდან თავისით გაქრა ეს არხი, „მაგთის“ ოფისში დარეკვის მერე აღმოჩნდა, რომ დამატებით 2 ლარის გადახდის მერე ეს არხი ისევ ჩაეწერება პაკეტში და წარწერა „ეს არხი თქვენ პაკეტში არაა“ გაქრება.

 

მანამდე თურმე ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა ამ არხს!

 

დიახ, მეგობრებო, მანამდე ეს არხი იყო იმ პაკეტში, რომელიც მაქვს, მაგრამ „მაგთის“ გაუმაძღრობის გამო თავისით ამოხტა ეს არხი.

 

საინტერესოა, რომელ არხს ამოაგდებს ნეტავი „მაგთი“ შემდეგში და რამდენი დაემატება გადასახადი კიდევ?!

 

„მაგთიკომი“, საოცრად კრეატიულები ხართ, მოფიქრება ხომ უნდა ამას!!!“ - წერს ვარდოსანიძე.

 

 

 

big_banner
არქივი