logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი: რამდენიმე წლის წინ, ჩემი ერთი ფრენდკას სტატუსზე დავწერე კომენტარი...
- +

18 აპრილი. 2019. 01:30

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„რამდენიმე წლის წინ, ჩემი ერთი ფრენდკას სტატუსზე დავწერე კომენტარი:  ვით დაჭრილ ირმების გუნდს.

ვაიმეეე, რა პოეტურად თქვით, - დამიკომენტარა.

ეგ რაა, ლექსსაც დავდებ-მეთქი და დავდე:

გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...

დროშები ჩქარა!

თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,

ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...

ვაიმეეეე, - შეიცხადა, - სხვა ლექსებიც დადეთ, რა კარგი ლექსები გაქვთ...

მაგას დაგზარდებით-მეთქი და დავდე:

აგერ პატარა შკოლა,

მთა აფხაზეთის სოფლის,

მის წინ ხეები ჩქოლა

და დარიგება მშობლის.

ვერ გადაუდგამს ბიჯი,

შიგნით კი ხმაურს ჰქვია -

ყდაზე ნახატი ბიჭი

და ხმები: „აი - ია“.

ვა, - დაამოკლა შეცხადება. მივხვდი - არ მოგეწონათ მგონი, ხომ? - ის სჯობდა, - ჩა-მიკონკრეტა.

 

ვიღაცამ (მეორე ჩემი ფრენდკა) დაწერა, ის (თავდაპირველი სტროფი), მუხრანისაა და რატომ მოიპარეთ, ბრჭყალებში მაინც ჩაგესვათო. მეორე-მეთქი? - ჩავეძიე. მეორე ისეთია ნამდვილად თქვენი იქნებაო, - დამამშვიდა.

 

ორივე გალაკტიონისაა და ბრჭყალი თქვენთვის რას ცვლიდა-მეთქი.

 

ახლა ვნახე, ორივე ფრენდკა ერთგან პოეზიაზე მსჯელობდნენ და აღმოვაჩინე - ორივეს წავუშლივარ საფრენდეთიდან“, - წერს დარეჯან მეფარიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი