logo_geo
ზაზა დავითაია: რაიმე განსხვავება არსებობს ამ ორ რეჟიმს შორის, რომლებიც მთავრობის სახლის წინ ქართველების სისხლს ღვრიან?
- +

18 აპრილი. 2019. 13:33

 

ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს ორი ფოტო თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ერთსა და იმავე ადგილზე, ოღონდ 22 წლის ინტერვალით არის გადაღებული.

 

ზედა ფოტოზე 1989 წლის 9 აპრილის საბჭოთა, „როდიონოველი“ ჯალათები არიან აღბეჭდილები;

 

ქვედაზე - 2011 წლის 26 მაისის „დემოკრატი, სააკოველი“ ჯალათები, რომლებიც თანამოქალაქეების დასარბევად მიემართებიან.

 

ორივე დარბევა მსხვერპლით დასრულდა. ორივე შემთხვევაში დამრბევებმა უარყვეს, რომ ადამიანები მათ იმსხვერპლეს!

 

ისმის კითხვა: რაიმე განსხვავება არსებობს ამ ორ რეჟიმს შორის, რომლებიც მთავრობის სახლის წინ ქართველების სისხლს ღვრიან?“ - წერს დავითაია.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი