logo_geo
„ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ...“ - მევლუდ მელაძის ემოციური პოსტი
- +

19 აპრილი. 2019. 01:21

 

 

ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა, როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია. უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი, უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე. უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის. უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია. დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას“, - წერს მევლუდ მელაძე.

 

 

16 აპრილს თბილისში მომხდარი ავარიის დროს ავტომრბოლელ მევლუდ მელაძისა და „აგროჰაბის“ მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანის შვილი ემსხვერპლა.

 

big_banner
არქივი