logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: როგორი პათოლოგიური და სამარცხვინო უნდა იყო ადამიანი, ეს რომ გააკეთო!
- +

19 აპრილი. 2019. 13:48

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოს ავრცელებს:

 

„ამ ძეგლს ჰქვია „კიდევაც დაიზრდებიან“.

 

ჰოდა, რაღა ამათ ეტაკე, „დაზრდილებიც“ არიან - აპოლონამდე თუ ვერ ახერხებ წასვლას, აგერ, თბილისში - „ფოთოლა“ ან ბორჯომში - „პრომეთე“ ნახე; აცადე ამ ბალღებს დაზრდა, - პედოფილი ხარ?!..

 

როგორი პათოლოგიური და სამარცხვინო უნდა იყო ადამიანი, ეს რომ გააკეთო!

 

აბა, ეს ახლა ევროპამ გარყვნა?!

 

ვერაფრით წარმოვიდგენ, იმ „გარყვნილ ევროპაში“ ვინმე კბილებით ჩააფრინდეს ბრიუსელის „ბიჭუნას“, - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი