logo_geo
გია მურღულია: ვაპირებ, თბილისის მერიას მივმართო წინადადებით...
- +

21 ნოემბერი. 2016. 11:22



ექსპერტი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს:



„რა ან ვინ განასახიერებს ქართულ იდეას? რაგვარ პრინციპებს, რომელ ადამიანებს და რა ღვაწლს ეფუძნება საქართველო? თუ ღვაწლსა და დამსახურებაზე ვლაპარაკობთ, ვისი ღვაწლია განუმეორებელი და ისეთი, დროის დიდ მონაკვეთზე რომ ახდენს გავლენას ან მის ზემოქმედებას საერთოდაც არ ექვემდებარება? ვფიქრობ, ქართველ საზოგადოებას შესწევს იმის ნება, ძალა და უნარი, რომ ამ კითხვებს რაციონალურად უპასუხოს. დასაწყისისთვის, შეიძლება ასე ვიფიქროთ: ფარნავაზი (ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი), მირიანი (ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამომცხადებელი), ვახტანგ გორგასალი (საქართველოსთვის დარიალის ხეობის კონტროლის საუკუნო ფუნქციის მომპოვებელი), დავით აღმაშენებელი (ქართული პოლიტიკური ძალმოსილების ყველაზე მასშტაბური გამოხატულება), გიორგი ბრწყინვალე (პოლიტიკური გონიერების, გამარჯვებული რაციონალიზმის განსახიერება) - ეს მეფეები. ახლა მოღვაწე-შემოქმედნი: იოანე საბანისძე („ჩვეულებისაებრ მამულისა სლვის" გამაცნობიერებელი), გრიგოლ ხანძთელი („უდაბნოს ქალაქმყოფელი"), გიორგი მთაწმინდელი (ზნეობისა და ფიქრის ძალმოსელების მამა), შოთა რუსთველი (ახსნაც რომ არ სჭირდება), სულხან-საბა ორბელიანი (რაციონალური ფიქრის რეფორმატორი), ილია ჭავჭავაძე (არც ამის ახსნაა საჭირო)... ვაპირებ, თბილისის მერიას მივმართო წინადადებით, დედაქალაქში გამოიყოს შესაფერისი ადგილი და მოეწყოს მცირე სივრცე, სადაც დაიდგმება ამ ადამიანთა ბიუსტები მათივე განუმეორებელი ღვაწლის მითითებით. ეს იქნება ქართული იდეის სივრცე, რომელმაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა, საკრალური მნიშვნელობაც შეიძინოს და სახელმწიფოებრივად თუ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი რიტუალების ადგილად იქცეს. ეჭვი არ მეპარება, რომ თუ კონკურსი გამოცხადდება, ჩვენი ხელოვანი ადამიანები მოძებნიან ამ იდეის განხორციელების სათანადო ფორმას. დაველოდები თანამოაზრეების გამოჩენას", - წერს გია მურღულია სოციალურ ქსელში.










 

big_banner
არქივი