logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: „რუსთავი 2“-მა და გვარამიამ დღეს საზოგადოებას დაანახეს, რომ...
- +

5 თებერვალი. 2017. 00:31



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:

 

„რუსთავი 2"-მა და გვარამიამ დღეს საზოგადოებას დაანახეს, რომ ისინი არაფრით არ განსხვავდებიან მსუბუქი ყოფაქცევის იმ ქალებისგან, რომლებიც თბილისის ცირკთან დგანან.

 

„რუსთავი 2" არის საროსკიპო, სადაც ადამიანები მიდიან ყველაფერზე ოღონ უკრაინიდან ავადმყოფი სააკაშვილისგან დოლარები მიიღონ", - წერს მჟავანაძე.

 


შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძესა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის პირდაპირ ეთერში კამათი მოხდა.


მამუკა მდინარაძე მოსამართლეების შესახებ საუბრობდა, მათ შორის დეპუტატმა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ქონების შეძენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნულის შემდეგ ეთერში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩაერთო, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. 


 

big_banner
არქივი