logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: „რუსთავი 2“-ის მიმართ ლოცვას როდემდე გააძლიერებთ?!
- +

20 აპრილი. 2019. 16:32

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რუსთავი 2“-ის მიმართ ლოცვას როდემდე გააძლიერებთ და როდემდე აპატიებთ 20 მილიონ ლარზე მეტ საგადასახადო დავალიანებას, სანამ გვარამია გინებას არ გააძლიერებს?!

 

შარშან პრეზიდენტის არჩევნები იყო და ერთ ამბავს ატეხავენო გომეშები და სხვა „ვეშები“, ახლა შუალედური არჩევნებია და თან გვარამიას გინების გამო დევნაში ჩაგვითვლიანო, მერე იტყვიან - საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდია და პოლიტიკური დევნის სახე მიეცემაო...

 

ჰეი, თქვენ, მანდ, ხელისუფლებაში, ხომ არ გძმარავთ?!

 

ბიუჯეტის მიმართ დავალიანებას არავის პატიობთ და ეს რა „თავისუფლების კუნძულები“ გააჩინეთ „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ სახით?!

 

აბა, ნახეთ:

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2 -სა და „იმედს“ ბიუჯეტისთვის გადაუხდელი 33 მილიონზე მეტი ლარი დაუგროვდათ. ტელეკომპანია „რუსთავი 2        -ის საგადასახადო დავალიანება 2016 წლიდან იზრდებოდა და ახლა ბიუჯეტის 20 მილიონ ლარზე მეტი მართებს. ტელეკომპანია „იმედმა“ კი საგადასახადო დავალიანებების დაგროვება 2017 წლის შემდეგ დაიწყო და 13 მილიონი ლარი აქვს დავალიანება.

 

სხვისი ვალი ვალია და მაგათი ვალი გაქვითულია თუ როგორ არის საქმე?!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი