ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, აი, ზონდერი (მარცხენა სურათში - მუქი სათვალით), რომელიც ინტერვიუს აღების დროს 18 აპრილს თავს დამესხა, მომაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა!
ჩემთვის ახლა გასაგებია, პოლიციამ რად წაუყრუა მის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს (სსკ მუხლი 154!) და დამნაშავის ნაცვლად ისევ მე დამიჭირა!
პოლიცია ზონდერებს მფარველობს და ხელს უწყობს ჟურნალისტზე თავდასხმაში!“ - წერს დავითაია.