logo_geo
სანდრო ბრეგაძე: ერთი წლის განმავლობაში დიდი ბრძოლის შედეგად „ქართულმა მარშმა“ 3 ეროვნული საქმე გადავწყვიტეთ...
- +

20 აპრილი. 2019. 17:57

 

 

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთი წლის განმავლობაში დიდი ბრძოლის შედეგად „ქართულმა მარშმა“ 3 ეროვნული საქმე გადავწყვიტეთ - ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა, ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვა, აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში!

 

ვიმეორებ - სამივე საკითხი გადაწყვიტა „ქართულმა მარშმა“! დანარჩენი ყველაფერი იყო და არის სადღეგრძელოები და სიტყვების ბრახა-ბრუხი! ხშირ შემთხვევაში ე,წ. ვითომ მოეროვნულო ძალები პირიქით ხელს გვიშლიდნენ! ამიტომ ეშინიათ ლიბერასტებს, „ნაცებს“, ხელისუფლებას „ქართული მარშის“! ბოლოჯერ ვაფრთხილებ ზოგიერთ ეროვნულობას ამოფარებულ „რეზიდენტს“ და თაღლითს - ნუ გვიშლით ხელს და ნუ აბრუებთ ხალხს - თქვენ არაფრის გამკეთებლები არ ხართ და ამით ცდილობთ, ნიჰილიზმი დანერგოთ ხალხში, 20-კაციანი აქციებით აძლიერებთ ლიბერასტ სოროსელებს და ასუსტებთ ეროვნულ იდეოლოგიას! ჩვენ რაც გავაკეთეთ 1 წელში, აგერ ჩამოვთვალე, თქვენ ვერაფერს ჩამოთვლით, რადგან არც არაფერი გაგიკეთებიათ პირადი რეკლამის გარდა! რუსეთის ან ხელისუფლების ფულის მომლოდინე მანქურთები ვერასდროს გახდებიან ჩვენი თანამებრძოლები და მათ ახლოს არ გავიკარებთ!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

big_banner
არქივი