logo_geo
ავთანდილ ჩხაიძე: იქნებ, ჩვენს პრემიერსაც იგივე მოწოდება გაეკეთებინა?
- +

20 აპრილი. 2019. 19:01

 

 

2016 წელს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი ავთანდილ ჩხაიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადება ქვეყნის სახელით!

 

„ემიგრანტებს მართებთ ადაპტირება და არა ავსტრალიელებს... გნებავთ მიიღეთ ეს და გნებავთ - არა. მე უკვე დავიღალე ამ ხალხის საყვედურებისგან, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ მათ დ მათ კულტურას. ჩვენი ერი ორასწლოვან ბრძოლებში გამოიწრთო, მილიონობით ჩვენი თანამემამულე, კაცი თუ ქალი იბრძოდა თავისუფლებისათვის. ძირითადად ჩვენ ვლაპარაკობთ ინგლისურად დ არა იაპონურად, არაბულად, ჩინურად, რუსულად ან სხვა რომელიმე ენაზე! ავსტრალიელთა უმრავლესობას სწამს ღმერთის! ეს მემარჯვენე ქრისტიანული ფრთის პოლიტიკური იმპულსი არ გახლავთ, ეს ფაქტია, რადგან ქრისტიანებმა დააფუძნეს ჩვენი ერი და ეს ნათლად დოკუმენტირებულია. შესაბამისად, ნორმალურია, ეს აისახოს ჩვენი სკოლის კედლებზე. თუ თქვენთვის ეს შეურაცხმყოფელია, გთავაზობთ, საცხოვრებლად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი აირჩიოთ, რადგან ღმერთი ჩვენი კულტურის ნაწილია. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს რწმენას და არ გეკითხებით, რატომ. ერთადერთი, რასაც თქვენგან ვითხოვთ, თქვენც ასევე პატივი სცეთ ჩვენს რწმენას და მშვიდობიანად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. ეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა და ჩვენი ცხოვრების წესია. ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, ჩვენთან ერთად თქვენც ისარგებლოთ ამ ყველაფრით. მაგრამ თუ თქვენ გამოთქვამთ პრეტენზიებს და დაიწყებთ ტირილს, რომ გზაფრავთ ჩვენი დროშა, ჩვენი ქრისტიანული რწმენა და ცხოვრების წესი, მაშინ მე გთავაზობთ, ისარგებლოთ ავსტრალიის კიდევ ერთი თავისუფალი არჩევანის უფლებით: „უფლებით - წაბრძანდეთ ქვეყნიდან!“ თუ თქვენ აქ ცუდად გრძნობთ თავს, მაშინ დატოვეთ ქვეყანა. ჩვენ ხომ ძალით არ ჩამოგვიყვანიხართ, თქვენ ითხოვეთ აქ ცხოვრების უფლება. ჰოდა, შესაბამისად პატივი ეცით და მიიღეთ ის ქვეყანა, ვინც თქვენ შეგიფარათ!“

 

იქნებ, ჩვენს პრემიერსაც იგივე მოწოდება გაეკეთებინა?!“ - წერს ჩხაიძე.

 

 

big_banner
არქივი