logo_geo
„აი, ეს ტანში გამოკვანწილი ქვევრის ფორმის მასა რომ იტყვის, საქართველო ჩემამდე კარიკატურის ქვეყანა იყოო“
- +

5 თებერვალი. 2017. 02:56


 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ფოტოს აქვეყნებს.

 

„აი, ეს ტანში გამოკვანწილი ქვევრის ფორმის მასა, რომ იტყვის საქართველო ჩემამდე კარიკატურის ქვეყანა იყოვო, ულვაშებიანი ქართველებით და ყანწებით ხელშიო.  ვინც მას ხმა მიეცით უბრალოდ არ გიტყდებათ, ასე რომ გაფასებთ? თორემ მე პირადად არცერთხელ მისთვის  ხმა არ მომიცია! გამოდით ახლა და „გააპრავეთ", ამ გიჟის ფრაზები, რას ჩაგიგდიათ ენები, როგორ ყვარებიხართ ხომ ხედავთ! ყველაფერი ქართული სძულდა ამ ქონის ნაჭერს, სძულდა იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა ქართველი!", - წერს ჯღარკავა.

 

 

 


აქვე შეგახსენებთ, სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველო, როდესაც მე იქ ჩავედი, ერთი კარიკატურული ქვეყანა იყო, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა, იცოდნენ ცეკვა-თამაში, სადღეგრძელოების თქმა და მეტი არც არაფერი".

 

 


 

big_banner
არქივი