logo_geo
ოთარ აბესაძე მდინარაძეს: დარწმუნებული ვარ, ამ სასოწარკვეთილ ისტერიკაზე ეთერს მიღმა ბევრი იცინე
- +

5 თებერვალი. 2017. 12:32



„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე მამუკა მდინარაძისა და ნიკა გვარამიას გუშინდელ დაპირისპირებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში მდინარაძის მისამართით სტატუსს აქვეყნებს:


„დარწმუნებული ვარ, ამ სასოწარკვეთილ ისტერიკაზე ეთერს მიღმა ბევრი იცინე. სრული მარაზმი, რომელიც არ შეესაბამება არცერთ ცივილურ სტანდარტს.

 

ტელევიზია, რომელიც გარდაიქმნა სტანდარტულ პოლიტიკურ პარტიად, ნიკა გვარამია, რომელიც არის „რუსთავი 2"- ის გენერალური პროკურორი და სისტემა, რომელიც ორიენტირებულია აბსოლუტურ ტყუილზე და შეურაცხყოფაზე.

 

ჯობს უბრალოდ გადართოთ ან მათ გადაცემებში არ მივიღოთ მონაწილეობა, რადგან არავინ არ არის დაზღვეული ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან", - წერს ოთარ აბესაძე.

 

 

big_banner
არქივი