logo_geo
ია მეტრეველი: არ მგონია, გუშინდელ მოქმედებებს პანკისელების უმეტესობა ემხრობოდეს
- +

22 აპრილი. 2019. 13:04

 

 

მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი გუშინ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება:

 

„მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა პანკისის მოსახლეობის მიმართ და არა მგონია, გუშინდელ მოქმედებებს პანკისელების უმეტესობა ემხრობოდეს, მაინც მინდა ვთქვა და გავახსენო საზოგადოებას, სააკაშვილის რეჟიმის დროს, თუ არ მეშლება ციფრი, 11 ახალგაზრდის გვამი რომ დაუწყვეს ლაფანყურის ე.წ. ოპერაციის შედეგად პანკისში და დატირების უფლებასაც რომ არ აძლევდნენ ჭირისუფლებს, მაშინ არ მახსენდება ასეთი „ვაჟკაცური“ პროტესტი პანკისელებისგან, ხაზი მინდა გავუსვა, მიშას სპეცრაზმის მიმართ. მე მგონი, კარგად ჩანდა განსხვავება გუშინდელი სპეცრაზმის მოქმედებებსა და მიშას სპეცრაზმის მოქმედებს შორის. გულწრფელად შემეცოდნენ გუშინ ეს ბიჭები. საშინელი სანახაობა იყო. ასევე მადლობა მინდა, ვუთხრა შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას, მართლაც ღირსეული მინისტრია. იმედი მაქვს, შედგება მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია და შეთანხმებაც მიღწეული იქნება“, - წერს ია მეტრეველი.

 

 

big_banner
არქივი