logo_geo
ბაკურ სვანიძე: ჰო! აბა რა! ფსიქიკურად გაწონასწორებული ის ადამიანია, ხელებაწეულ ოჯახს რომ სამხედრო ვერტმფრენებით დაბომბავს!
- +

22 აპრილი. 2019. 13:58

 

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოს აქვეყნებს:

 

„ჰო! აბა რა! ფსიქიკურად გაწონასწორებული ის ადამიანია, ხელებაწეულ ოჯახს რომ სამხედრო ვერტმფრენებით დაბომბავს! აი, ეგაა დალაგებული ფსიქიკის ნიმუში!

 

ისე, სხვათაშორის, ამხელა ნამინისტრალმა კაცმა კი უნდა იცოდეს, რომ „შსს მინისტრი“ კი არა „შს მინისტრი“ უნდა დაწეროს! „შსს მინისტრი“ - გამოდის შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრი... „შს მინისტრი“ - შინაგან საქმეთა მინისტრია! მაგრამ ამის ცოდნას ტვინი სჭირდება...“ - წერს ბაკურ სვანიძე.

 

 

 

big_banner
არქივი