logo_geo
თამარ ოქრუაშვილი: ბილი მორგანი, რომელსაც 14 წუთის განმავლობაში კლინიკური სიკვდილი ჰქონდა, გაცოცხლდა და...
- +

23 აპრილი. 2019. 12:38

 

ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რა ხდება ახლა: ეს არის ვინმე ბილ მორგანი, ავსტრალიელი. 14 წუთის განმავლობაში ჰქონდა კლინიკური სიკვდილი და მობრუნდა. გაცოცხლება აღვნიშნოო და იქვე კლინიკის მაღაზიაში იყიდა ლუდი. ხურდაში მისცეს მომენტალური ლატარიის ბილეთი. გადაფხიკა და მოიგო 27 000-დოლარიანი მანქანა. გახმაურდა ეს ამბავი. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა სთხოვეს - გვინდა, გადაგიღოთ, როგორ ყიდულობთ ლატარიის ბილეთსო. ამანაც კიდევ ერთხელ იყიდა და მოიგო ჯეკ-პოტი - 250 000 დოლარი.

 

მე რა მაინტერესებს - ასეთი რა უბედურება დაატრიალა „იმქვეყნად“, რომ 14 წუთში უკან გამოაპანღურეს და თან ამხელა ფული გადაუხადეს - ოღონდ შენ აქ აღარ გნახოთო?“ - წერს ოქრუაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი