logo_geo
ბაკურ სვანიძე: სად „გამოიყენა“ ხელისუფლებამ „სპეცნაზი“, მითხარით რა!
- +

23 აპრილი. 2019. 13:09

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით! - მერამდენედ  წავიკითხე და გავიგონე ფრაზა - „სპეცნაზი“ მაინც არ უნდა გამოეყენებინათ, რაც არ უნდა იყოს!“ - ჰოდა, ძალიან გთხოვთ, ამიხსენით ვინმემ, რას ნიშნავს „სპეცნაზის გამოყენება"? ანუ, მოსახლეობა თავს დაესხა კონკრეტულ ობიექტს - ჰესის მშენებლობას! „სპეცნაზი“ იცავდა იქ უძრავ ქონებას და მომუშავე პერსონალს! სად „გამოიყენა“ ხელისუფლებამ „სპეცნაზი“, მითხარით რა! გეხვეწებით!

 

ობიექტის გარეთ გაიყვანა და ვინმეს სახლში მიუვარდა? გზები გადაკეტა? სოფლის ცენტრში შეკრებილი გლეხები დაარბია? თუ „გამოყენება“ რაში აისახება? იმაში, რომ არ გაიწია სპეცრაზმი გვერდზე და იქ მივარდნილ სოფლის მცხოვრებლებს არ მისცა საშუალება, დაელეწათ ყველაფერი და ჩაექოლათ მომუშავე პერსონალი? ესაა „სპეცნაზის გამოყენება“?

 

ამიხსენით, მე - უმწეოს!“ - წერს სვანიძე.

 

 

big_banner
არქივი