logo_geo
ბაკურ სვანიძე: გგონიათ, რადგან ახლა გვერდით დაუდგებით, მერე დაგინდობთ მიშა? უი, თქვე მართლა ვირთხებო, თქვენა!
- +

24 აპრილი. 2019. 13:44

 

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ისე, სხვათაშორის, 2008 წელს ოპოზიცია რამ დაღუპა, იცით? „რუსთავი 2“-მა რომ ვითომდა  ბადრი პატარკაციშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა კოდუასთან და მთელი ეს დაქნეული ოპოზიციის ლიდერები რომ გამოვიდნენ და სულ სათითაოდ იძახეს – „გავემიჯნე“ და „ვემიჯნები“ პატარკაციშვილსო... ორ წამში რომ დაიჯერეს ბადრის „განგსტერობა“, მით უმეტეს, როცა კარგად იცოდნენ, რა „ნახალკების“ მკერავიც იყო მიშა და მისი ხელისუფლება... ფაქტი იყო, რომ საუბარი დამონტაჟებული იყო! მაგრამ ჩანს, ბევრმა ფული აიღო „გამიჯვნაში“! აი, ამის მერე, მთელი 4 წელიწადი, 2012 წლამდე,  ვიდრე ბიძინა არ გამოჩნდა, იყვნენ მართლა ჩაჯ...ულები ეს დაქნეული ტუტუცები! ახლა რომ გამოდიხართ ისევ სათითაოდ და გაიძახით – გავემიჯნე ბიძინასო, აი, მაგის შედეგად რასაც მიიღებთ, მერე უნდა ვნახო, ვის მიემიჯნებით ერთი რა! ბიძინას კრიტიკა სულ სხვა რამეა და  მაგას ვერავინ დამასწრებთ! მაგრამ აი, ეს ბიძინას წარმოსახვა მონსტრად სად მიგიყვანთ, მაგას უნდა ვუყურო რა! მერე რომ გაგიყრიან ტრ...ში პოლისჯოხს (ცოცხი დადგმული იყო, კარგი,  მაგრამ „დუბინკა“ ხომ იყო ნაღდი?), აი, მერე უნდა ვუსმინო თქვენს წრუწუნს და მონანიებებს! ზოგიერთისას – განმეორებით! თუ თქვენ გგონიათ, რადგან ახლა გვერდით  დაუდგებით, მერე დაგინდობთ მიშა? უი, თქვე მართლა ვირთხებო თქვენა! თქვენ გაემიჯნეთ ბებიათქვენებს, აჰა!“ - წერს ბაკურ სვანიძე.

 

 

big_banner
არქივი