Facebook-მომხმარებელი ლევან ადეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კაი ხანი ვიცადე და არავის გამოუფენია ავატარზე „მე ვარ შრილანკელიო“..
აფეთქებას 250-ზე მეტი ადამიანი შეეწირა! ბავშვებიც!
რატომ არავინ გამოფინეთ ტოლერანტობის დროშები, გულჩვილო პრადვინუტებო?
ააა, „ჟე სუი შარლ ებდოელები“ ხართ ისევ?
თუ ერთი ევროპელი ჟურნალისტის სიცოცხლემდე ვერ ქაჩავს 250 შრილანკელი?
თუ არცერთ შრილანკელს მაგ ჟურნალიუგასავით არ შეუსხია ტ...ი კლიზმით საღებავი? მერე თანამედროვე ხელოვნების ინსტალაციად პერფომანსად ანდერგრაუნდის თუ ალტერნატიული ს...ების ნიმუშად არ მოუ...ია სუფთა ტილოზე?
ისე, მინიმუმ სამია იქ ევროპელი! დანიელმა მილიონერმა დასასვენებლად ჩასული 4 შვილიდან 3 დაკარგა!
აბა, ახლა მაინც დაქიჩმაჩდით!
ავლიპა კი არა, ერთი შავი ხვრელია საჭირო, რომ შეგისრუტოთ.
სულ ვფიქრობდი, ახლა ისეთი დროა, იტყვი მაინც, გულს მოიოხებ!
რა უბედურები იყვნენ რეპრესიების და გაქანებული ყაზარმული ბოლშევიზმისას ისინი, ვინც ნათლად ხედავდა თავის თანამედროვეთა შინაარსს და რა ტანჯვა იქნებოდა, რომ არ ჰქონდა თავისუფლება თუნდაც ოჯახის გამო, თუნდაც ჩემსავით კედელზე შეეყარა ცერცვი!
შენ მიხედე დაღუპულებს უფალო...
პოსტი არ ეხება, ვისაც არ გაუგია ან არ ასხვავებს დაღუპულების წარმომავლობას“, – წერს ლევან ადეიშვილი.