logo_geo
სანდრო ბრეგაძე: გეი-აღლუმი ვერ ჩატარდება! საქართველოში მხოლოდ ერთი - საქართველოს შეიარაღებული ძალების აღლუმი ჩატარდება!
- +

25 აპრილი. 2019. 14:00

 

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მამათმავლები ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდნენ. ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგაა, ოპოზიცია („ნაცები“, ბოკერიას „ნაცები“) ჩვენს წინააღმდეგაა, ყველა ტელევიზია ჩვენს წინააღმდეგაა, ყველა არასამთავრობო ჩვენს წინააღმდეგაა, უცხოელი დიპლომატები და საელჩოები ჩვენს წინააღმდეგაა, სოროსის მრავალმილიარდიანი ფონდი ჩვენს წინააღმდეგაა - ყველა კატეგორიულად მოითხოვს, რომ თბილისში გეი-აღლუმი ჩატარდეს და ხელი არ შევუშალოთ! არის დაშინება, მოსყიდვის მცდელობა, დაპატიმრების მუქარა და ა.შ.! ეს არის „დინების საწინააღმდეგო ცურვა“! ეკლიანი და რთული გზა! „ქართული მარშის“ პასუხი ასეთია - ხომ შეიყარა ერთად „ნაციც“ და „ქოციც“, ხომ შეიყარა ერთად სოროსელიც და მემარცხენეც, ხომ შეიყარნენ ყველანი ერთად - ზუსტად ასევე შეყარა ილღაზმა 1121 წელს საქართველოს ყველა მტერი ერთად და დიდგორზე დადგა! რაც დაემართა ილღაზს, ალბათ გახსოვთ! ჩვენ დავდგებით ამ უდიდესი მონსტრის წინაშე შიშველი ხელებით და გავიმარჯვებთ, რადგან რა მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ არის შენს წინააღმდეგ, როდესაც უფალი შენთანაა! გეი-აღლუმი ვერ ჩატარდება! „ქართული მარში“ სახალხოდ დებს პირობას - საქართველოში ყოველთვის მხოლოდ ერთი აღლუმი ჩატარდება - საქართველოს შეიარაღებული ძალების აღლუმი!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

 

big_banner
არქივი