logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: დღეს წითელი პარასკევია, ამ დღეს ყველა მორწმუნე ქრისტეს ჯვარცმასთან აკავშირებს, მე კი ამ დღეს ერთი გმირიც მახსენდება...
- +

26 აპრილი. 2019. 15:23

 

 

„დღეს წითელი პარასკევია, ამ დღეს ყველა მორწმუნე ქრისტეს ჯვარცმასთან აკავშირებს, მე კი ამ დღეს ერთი გმირიც მახსენდება, ჩვენი, ქართველი, არსენა ოძელაშვილი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ დღეს მოკლეს ის და ქართველი ერი საუკუნეზე მეტია, არ ივიწყებს მას. იყო თუ არა არსენა გმირი? იყო, თან როგორი. ის დაიბადა უსინდისო, დამონებულ, ერიდან ტომობისკენ დეგრადაციის პროცესში მყოფ ხალხში, გარყვნილ, უკანონო და მონათმფლობელობამდე დასულ რუსული მმართველობის მოდელს მორგებულ თავადაზნაურთა უღელში. არც სასამართლო, არც პოლიცია არ იყო მისი დამცველი. მან გადაწყვიტა, თავად დაეცვა თავი და შემდეგ სხვები . გამოუვიდა კიდეც. ბოლოს ხალხის იმედიც გახდა. თავში აუვარდა, ზღვარს გადავიდა, დაკარგა რეალობის შეგრძნება და ქუჩაში წითელ პარასკევს სუფრაგაშლილ საძმოს თვალწინ უდანაშაულო სეფისკვერაძეს აუხირდა. მისმა მეგობრებმაც, იმის მაგივრად, რომ დაეშოშმინებინათ სიტუაცია, ცეცხლს ნავთი დაასხეს და სეირის ყურება გადაწყვიტეს. შედეგიც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა: მიწაზე დარჩა დამბაჩადახლილი ვაჟკაცი, ყველაზე ძლიერი და მოუხელთებელი არსენა. მე მინდა, წითელ პარასკევს ჩემი ცხოვრების არსენა მარაბდელები გავიხსენო: ირაკლი ჯიბლაძე, კახა ქორჩილავა, ირაკლი შელია, ზურა ჩხაიძე... ნათელში იყვნენ. ზოგჯერ როგორ მომინდება ხოლმე მათსავით ვაჟკაცი, ძლიერი ქართველის დანახვა, მაგრამ ვეღარ ვხედავ, სადღაც გაქრნენ. ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა საუკეთესო შეხედულების, დიდი ფიზიკური ძალის და გამბედაობის მქონე იყო, თითქოს ღმერთისგან რჩეულნი, საქართველო, ვინ მოგცა ასეთი შვილები დასაკარგი?“ - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

big_banner
არქივი