logo_geo
მიხეილ ზაქარიაშვილი: მეგობრებს სიცოცხლით აღსავსე ადამიანი - პაატა კალანდაძე გამოგვაკლდა!
- +

26 აპრილი. 2019. 16:23

 

 

რეჟისორი მიხეილ ზაქარიაშვილი Facebook-ში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მეგობრებს გამოგვაკლდა შეუცვლელი, უმაგრესი, სიცოცხლით და იუმორით სავსე ადამიანი -ჩვენი პატიკო, პაატა კალანდაძე! რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, ძალიან დამწუხრებული ვარ! ბევრი ებრძოლა დიდი შემართებით და ოპტიმიზმით ამ ვერაგ დაავადებას, იქით მაწყნარებდა „დედას მოუ......ავ, ბიჭო, დავამარცხებ, ნუ გეშინია, მიხო, ნუ გეშინიაო“... თითქოს გამოკეთდა კიდეც, მაგრამ... პატიკო, მაპატიე, რომ ხშირად ვერ გნახულობდი, მაშინ ვერ გიხსნიდი, რატომ. ახლა გეტყვი - ჩემთვის აუტანელი იყო იმის ცქერა, რომ ეს ავადმყოფობა გამარცხებდა, გჭამდა დღითიდღე და განადგურებდა და ვერ ავიტანე!

 

ახლა კი ძნელი იქნება იმის ატანა, რომ შენ ჩვენს გვერდით აღარ ხარ.... მაპატიე, ძმაო, კიდევ ერთხელ. მე შენ მეხსომები ყოველთვის და ჩემს მეხსიერებაში დარჩები ის ჩემი პაატა, მხიარული, გურული იუმორით, არაორდინარული ქცევებით, რომლითაც გარშემო მყოფთ სიცოცხლეს უხანგრძლივებდი“, - წერს მიხეილ ზაქარიაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი